საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიას ვიზიტით ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2018 წლის 2-5 ივლისს ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაიკო მაასისთან, რომლის მიმდინარეობისას მინისტრები პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა

01.07.2018 ქ. ბერლინი - ქართველ დიპლომატებთან შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა გერმანიაში მიმდინარე ვიზიტის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა გერმანიის როლს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების ეფექტური განხორციელებისათვის. 


აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678