იურმალაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისათავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

12.07.2018  ქ.იურმალა - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ლატვიაში ანსამბლ „რუსთავი“-ს, ნინო ქათამაძის და ჯგუფ “ინსაითი”-ს ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ნინო ქათამაძეს აკომპანიმენტს უწევდა ნიკოლოზ რაჭველი.


დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაცია შეაფასა

12.07.2018 ქ. ბრიუსელი - ​„საქართველო-ნატოს ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე. ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, სადაც საუბარი არის როგორც ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით, ასევე იმ პროგრესზე...


გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

12.07.2018 ქ. ბრიუსელი - ​საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრას დაესწრო საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. 


ირლანდიაში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

12.07.2018 ირლანდია- საქართველოს საელჩოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ირლანდიაში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ:  Georgia – Promising Market for Investment.


​ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს უპრეცედენტო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ.

12.07.2018 ქ.ლონდონი - ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს უპრეცედენტო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ.    როგორც თემთა პალატის მიერ მიღებულ პოლიტიკურ განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრები მიესალმებიან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობის განვითარებას და მხარს უჭერენ ქვეყნებს შ...


ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია ბრიუსელის სამიტზე

12.07.2018 ქ. ბრიუსელი - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ვებ საიტზე ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი გამოქვეყნდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში გამართულ ბიზნეს ფორუმში

12.07.2018 პოლონეთი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმში, რომელიც გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით და კომპანია IBCCS Georgia-ს და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456