დასავლეთის რეაქცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე იყო სუსტი - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა. თავის სიტყვაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე ძირითად პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის, პირველი - კრემლის პოლიტიკაა.  


გერმანიაში საქართველოს ელჩის შეფასებით გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდება საქართველო-გერმანიის მჭიდრო თანამშრომლობა

22.08.2018 ქ. თბილისი-„პირველ რიგში, გერმანიასთან ჩვენ გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა. გერმანიის ფედერალური კანცლერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი სურვილია, რომ  გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობა გადავიდეს თვისობრივად ახალ ფორმატში. გერმანია, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და მხარ...


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის საკითხზე გამართული მოსმენისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

21.08.2018 - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა აშშ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ, სადაც კანონმდებლების წინაშე მოხსენებით ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვეს მიჩელი და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებში ხაზინის მდივნის მოადგილე, მარშალ ბილინგსლი წარსდგნენ.


დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

22.08.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. 


​დავით ზალკალიანმა აშშ-ს კონგრესის მრჩეველთა დელეგაციასთან აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა

22.08.2018 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის აპარატის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.   


"საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“- დავით ზალკალიანი

 22.08.2018 ქ. თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერემი ჰანტის მიერ და  აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის საკითხზე გამართული მოსმენისას გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს დადებითად აფასებს. მისი თქმ...


"გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ გახლავთ იმის დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში," დავით ზალკალიანი

22.08.2018 ქ. თბილისი -საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, 10 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ გახლავთ იმის  დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე სტამბოლის ,,ქართული ხელოვნების სახლის” ხელმძღვანელებს შეხვდა

22.08.2018 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მოქმედი ,,ქართული ხელოვნების სახლის“  ხელმძღვანელთან, იბერია ოზქან მელაშვილთან და ორგანიზაციის დამფუძნებელთან,  გიორგი ირემაძესთან. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სტუმრებ...


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678