საქართველოს ელჩმა ლაოსის დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

18.09.2018 ქ. ვიენტიანი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპურში) ნიკოლოზ აფხაზავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბუნიანგ ვორაჩიტს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალმა ელჩმა

18.09.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი ჰუბერტ კნირში, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.


შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

​18.09.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.  


„ვიზა-ლიბერალიზაციას არა მხოლოდ შედეგები მოაქვს, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაც ამ შედეგების შენარჩუნების კუთხით“ - ვახტანგ მახარობლიშვილი

18.09.2018 ქ. თბილისი- დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომაზე, დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.


საქართველოს ელჩმა მსოფლიო საზღვაო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

18.09.2018 ავსტრალია- ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი დოლიძემ მონაწილეობა მიიღო ავსტრალიის პრემიერმინისტრის მოადგილის და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის, მაიკლ მაკკორმაკის მიერ გამართულ შეხვედრაში, რომელიც მსოფლიო საზღვაო დღეს მიეძღვნა.


ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234