„ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველოში ხორციელდება ამერიკისთვის სამაგალითოა“-დავით ზალკალიანი

18.09.2018 ქ.ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება და მიუთითებს, რომ საქართველო ა...


დავით ზალკალიანი - ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაა

 18.09.2018 ქ.ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტთან რეი უოშბერნთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო გარემოს და დაისახა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.  


საქართველოს მთავრობის მოწვევით ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელმა მისიამ

19.09.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს, ელჩ გერტ-ჰაინრიხ  არენსს უმასპინძლა.


„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტის -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ - შესარჩევი ფაზა.


ხათუნა თოთლაძის შეხვედრა კუბის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

 19.09.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფ კუბის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,  ანა ტერესიტა გონსალეს ფრაგა.   ...


გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში გამართულ „სამი ზღვის ინიციატივის“ მე-3 სამიტში

17-18 სექტემბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა „სამი ზღვის ინიციატივის“ მე-3 სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ.  


​საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი

შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს გალსა და ერგნეთში, არამედ მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. ამ ფონზე კიდევ უფრო დამაზიანებელია რუსეთის საგარეო საქმეთა...


დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს შეხვდა

19.09.2018 ვაშინგტონი - საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტთან.


​ვარშავაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება გაიმართა

19.09.2018 ვარშავა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება -„Human Rights of Conflict Affected Population in Georgia“- გაიმართა.


ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქართველ სტუდენტებს შეხვდა

19.09.2018  ქ. სტრასბურგი- ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი გივიაშვილის შეხვედრა სამართლის დარგის ქართველ სტუდენტებთან და პრაქტიკოს იურისტებთან.


დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456