დავით ზალკალიანის შეხვედრა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან

​24.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანთან .


ირლანდიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

25.09.2018 ირლანდია-  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინის მერის ოფიციალურ რეზიდენციაში  პროფესორ გიორგი კალანდიას წიგნის „მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“ პრეზენტაცია გაიმართა.


​დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში

25.09.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში - „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად“.    


შეხვედრა ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან

25.09.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს,  გიორგი შარვაშიძესა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს რატუ ინოკე კუბუაბოლას შორის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში. 


დავით ზალკალიანი კანადის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მინისტრს შეხვდა

24.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მინისტრს ჯიმ კარს შეხვდა.


დავით ზალკალიანი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრთან იუსუფ ბინ ალავი ბინ აბულასტან.


საქართველოსა და სანტ ვინსენტის და გრენადინების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

24.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - დოკუმენტს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და სანტ ვინსენტის და გრენადინების საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიუს სტრაკერმა.


დავით ზალკალიანის კომენტარი ჟან-კლოდ იუნკერთან და სებასტიან კურცთან გამართულ ორმხრივი შეხვედრების შესახებ

„ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია სამშვიდობო ინიციატივებზე“ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართული ორმხრივი შეხვედრების შეფასებისას.


დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ლიბიელ კოლეგას შეხვდა

24.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლიბიელ კოლეგასთან, მოჰამედ ტაჰა სიალასთან.


უკრაინაში საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

25.09.2018 უკრაინა- ქ. კიევის აკადემიურ ახალგაზრდულ თეატრში საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.


დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456