ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს

26.09.2018 ნიუ-იორკი - ტაილანდის სამეფოსა  და საქართველოს შორის ხელი მოეწერა სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. დოკუმენტს ხელი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და ...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მარია დოლორეს აგუერო ლარას შეხვდა

27.09.2018 ნიუ-იორკი - მინისტრების შეხვედრა გაერო-ში გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შაფასეს ჰონდურასსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის არსებული პრაქტიკა, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან

​27.09.2018 ნიუ-იორკი -  მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს და უნგრეთის მჭიდრო მეგობრობას და პარტნიორობას, უნგრეთმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგებში გვატემალას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სანდრა ერიკა პოლანკოს შეხვდა

27.09.2018 ნიუ-იორკი -  ​შეხვედრაზე მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ გვატემალასა და საქართველოს, როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ნაყოფიერ და მჭიდრო თანამშრომლობას.  


ვახტანგ მახარობლიშვილმა კასპიის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

27.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო  კასპიის ბიზნეს ფორუმში, რომელიც ქ.ნიუ-იორკში ჰარვარდის კლუბში  აშშ-ს სავაჭრო პალატისა და  კასპიის პოლიტიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.  


ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 39-ე სესიის ფარგლებში გამართულ პარალელურ ღონისძიებაში - "Denial of Access"

26.09.2018 ქ. ჟენევა- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 39-ე სესიაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ქ.ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პარალელურ ღონისძიებაში - "Denial of Access".


ბრაზილიაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

 27.09.2018 ბრაზილია- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში  რუსული აგრესიის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართა.


სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი

27.09.2018 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,  მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად   გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და  დაღუპულ გმირთა ოჯახებს მიუსამძიმრა.


ქართული ენა წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე

26.09.2018  - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ძალისხმევით, ქართული ენა წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.


დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ​ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან

27.09.2018 ქ. ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა დავით ზალკაიანმა, ქ.ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან. შეხვედრა ტრადიციულ ფორმატს ატარებს და უკვე რამდენიმე წელია გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიების ფარგლებში ...


დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუის ალბერტო კასტილიონთან

27.09.2018 ქ. ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუის ალბერტო კასტილიონთან. 


​საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ საბერძნეთის ხელისუფლებას ერთობლივი პეტიციით მიმართა

27.09.2018 საბერძნეთი - საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ, საბერძნეთის ხელისუფლების სამივე შტოს (საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი), პირველად მიმართა ერთობლივი პეტიციით.


​დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მარია ფერნანდა ესპინოზა გარსეს შეხვდა.

27.09.2018 ქ. ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მარია ფერნანდა ესპინოზა გარსეს შეხვდა. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

27.09.2018 ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კარლოს ჰოლმეს ტრუხილოსთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

27.09.2018 ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ ხალიდ ბინ აჰმედ ბინ მოჰამედ ალ ხალიფასთან.


ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234