ბრაზილიაში საქართველოს საელჩომ ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა

10.10.2019 ბრაზილია- ბრაზილიის ტურიზმის სფეროში საქართველოს პოპულარიზაციის და მისი, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებისათვის საქართველოს საელჩომ  ქვეყანაში მოქმედ ტურ-ოპერატორებს უმსაპინძლა.


სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა ნიტრას უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

10.10.2019 სლოვაკეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ ნიტრას უნივერსიტეტში (Univerzita Konštantína Filozofa v Nitre - UKF), სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის შესახებ ლექცია წაიკითხა.


ის ფაქტი, რომ ხვალიდან სამღვდელოებისთვის გახსნილი იქნება დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები, სწორედ საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია- დავით ზალკალიანი

10.10.2019 ქ. თბილისი- “განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას და ამ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს. მათ შორის, მოგეხსენებათ დავით გარეჯის თემა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და  ის რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დავბრუნდით, სწორედ ამ...


აშშ-ში საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ტეხასის შტატს ეწვია

10.10.2019 აშშ - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და დესპანი გიორგი ციკოლია ტეხასის შტატს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქ ოსტინის სავაჭრო პალატის წევრებთან, სადაც საქართველოში განხორციელებული რეფორმები და საინვესტიციო გარემო გააცნეს.


ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი 2020 წლის განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებს

10.10.2019 ქ. ჟენევა - საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევასთან აკრედიტებული გაეროს ორგანიზაციებში ვიქტორ დოლიძე 2020 წლისთვის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.


რუმინეთში გამოფენა - „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“ გაიხსნა

10.10.2019 რუმინეთი- რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველო - რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ერთად, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ...


სლოვენიაში საქართველოს ელჩმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

10.10.2019 სლოვენია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი კოპლატაძე, ლიუბლიანის Lions Club მოწვევით, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ვრცელი პრეზენტაციით წა...


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910