​აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა

2019 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია.  


ასეთი სახის უპრეცედენტოდ მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველო - ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიაში არ გვქონია - დავით ზალკალიანი

23.10.2019 ქ.თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უპრეცედენტო უწოდა საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს, რომელიც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 22 ოქტომბერს ერთხმად  დაამტკიცა.


საგარეო საქმეთა მინისტრისა და ჩინეთის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის დინამიურ ურთიერთობას

23.10.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში,  შეხვედრა გამართა  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევრაზიის რეგიონში, ლი ჰუეისთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

23.10.2019 ქ. თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში,  შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ტიგრან ავინიანნთან.  დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის მხარეს, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ ...


გერმანიაში საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

23.10.2019 ქ. მაინის ფრანკფურტი - საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის სახელმწიფო პარლამენტში, სადაც შეხვედრა გამართა ჰესენის პარლამენტის პრეზიდენტთან, ბატონ ბორის რაინთან.


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ახლადდანიშნულმა წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა წერილი გადასცა

2019 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ახლადდანიშნულმა წარმომადგენელმა ქემლინ ფერლიმ, რწმუნებათა წერილი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.


​ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლო და ინსტიტუციური განვითარების დირექტორს შეხვდა

23.10.2019 ქ. თბილისი - 2019 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის  სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლო და ინსტიტუციური განვითარების დირექტორთან ლორენს მერედიტთან.


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ესპანეთის სამეფოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ესპანეთის სამეფოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678