ირლანდიაში საქართველოს ელჩი დუბლინის ახალ ლორდ-მერს შეხვდა

9.10.2019 ქ. დუბლინი- ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  გიორგი ზურაბაშვილი დუბლინის ახალ ლორდ-მერს, პოლ მაკ ოლიფს შეხვდა  


დავით ზალკალიანი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა

8 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, არლემ დეზირთან. შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა მედიის საკითხებში  ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან. მათ შორის ...


ჩინეთში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა პეკინის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან

9.10.2019 ჩინეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ შეხვედრა პეკინის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტთან თიენ კანგთან გამართა.  


საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა თურქეთის რელიგიის საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან

9.10.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რელიგიის საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან,  ალი ერბაშთან, სადაც განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თანმშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები.


საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

9.010.2019 უკრაინა - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვასილ ბოდნარს. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის საკითხებს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.


საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტს

8 ოქტომბერს, სუარესის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ურუგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში) ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტს, ტაბარე ვასკესს.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით

2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუ...


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678