15.11.2019 ვენა - ავსტრიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებითა და მხარდაჭერით, ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ქართული საღამო, რომელიც მიეძღვნა ამავე უნივერსიტეტის ხალხური და ეთნო მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ 2019 წლის ზაფხულში საქართველოში განხორციელებულ სასწავლო ვიზიტს.