ვენაში „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა

20.11.2019 ავსტრია - პირველად ვენაში, საკონცერტო დარბაზ Stadthalle-ში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტი. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზიის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

20.11.2019 კორეის რესპუბლიკა - გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზიის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის, ბ-ნი დავით კერესელიძის სამუშაო ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში.


კახა იმნაძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა

20.11.2019 ნიუ იორკი - გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში, თემაზე- „ შერიგების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.“


დავით ზალკალიანი გაფრინდაშვილის საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ნატო-სა და გაერო-ს გენმდივნის მოადგილეებს ესაუბრა

20.11.2019 ბრიუსელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს...


მალაიზიაში საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ბრუნეი დარუსალამს ეწვია

20.11.2019 ბრუნეი - მალაიზიაში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ აფხაზავა სამუშაო ვიზიტით  ბრუნეი დარუსალამს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ბრუნეი დარუსალამის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ მდივანთან, ჰაჯაჰ სიტი ნორიშანთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, პენგ...


ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს

20.11.2019 ბრიუსელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ,დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო -ს მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრები დაკავშირებულია ნატო-ს ლიდერთა შეხვედრასთან, რომელიც ლონდონში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.


საგრანტო პროგრამის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, “ განაცხადების შემოტანის ვადამ გადაიწია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საგრანტო პროგრამის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადამ გადაიწია. საგრანტო განაცხადების წარმოდგენა თავდაპირველად შესაძლებელი იყო 2019 წლის 31 ოქტომბრიდან  - 20  ნოემბრის ჩათვლით. დიასპორის წარ...


ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოფილ თანათავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კრიზისების მართვის ინიციატივის“ წარმომადგენელს, ანტი ტურუნენსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელს, როქსანა კრისტეშკუს შეხვდა

2019 წლის 20 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა გაეროს ყოფილ წარმომადგენელთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაზე მომუშავე ფინური არასამთავრობო ორგანიზაციის „კრიზისების მართვის ინიციატივა“ (CMI) წარმომადგენელთან, ანტი ...


დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345