ხვალ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს

საქართველო, 2019 წლის 27 ნოემბრიდან - 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.  საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს ქ. სტრასბურგში გაიმართება.


დღეს დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა კიორბერის ფონდის ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე.

26.11.2019 ქ. ბერლინი - საპანელო დისკუსიაზე, რომელშიც ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დავით ზალკალიანი, იმსჯელებენ საქართველოში კონფლიქტის გადაწყვეტისა და ამ მიმართებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე.


საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები

2019 წლის 27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.  ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველომ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა: 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულებ...


კიევში ახალი ქართული კინოს XV ფესტივალი გაიხსნა

26.11.2019 კიევი -  სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, უკრაინის ქართველთა ასოციაციის “იბერიელი“, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და მხარდაჭერით, ქ. კიევში, კინოთეატრში „ჟოვტენი“, საზეიმოდ გაიხსნა ახალი ქართული კინო...


ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს "ახალგაზრდა ელჩს" შეხვდა

26.11.2019  თბილისი - საქართველოში გაერთიანებული სამეფოს "ახალგაზრდა ელჩმა",  სიედა ქავთარაშვილმა სიმბოლურად, „რწმუნებათა სიგელები“ გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს.  


ვახტანგ მახარობლიშვილმა ლატვიელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

26.11.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ლატვიის რესპუბლიკის დაფუძნების 101-ე წლისთავისა და ლატვიის არმიის ფორმირების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


„მოწმეები ვართ როგორ ყოფს მავთულხლართები ოჯახებს, გერმანიის სწრაფვა გაერთიანებისკენ ჩვეთვის შთაგონების წყაროა“ - ზალკალიანი ჰაიკო მაასს

26.11.2019 ქ. ბერლინი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ერთობლივი პრესკონფერენცია და შეხვედრა გერმანელ კოლეგასთან ჰაიკო მაასთან.


"საქართველო ჩვენი სანდო, სტაბილური და ღირებული პარტნიორია ევროპაში" - ჰაიკო მაასი

26.11.2019 გერმანია- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, გერმანია მომავალშიც გააგრძელებს  საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას, რადგან იგი გერმანიის სანდო და ღირებული პარტნიორია ევროპაში. ამის შესახებ ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ბერლინში გ...


„მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - საქართველოში კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსია და ოკუპაცია." - დავით ზალკალიანი

„მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - საქართველოში კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსია და ოკუპაცია. ამიტომ, მე ვფიქრობ, თქვენ უფრო მკაფიოდ უნდა შეაფასოთ არსებული სიტუაცია“.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმის მონაწილეებს მიმართა.

26.11.2019 ქ. ბერლინი - დისკუსიაზე, თუ რა გავლენა აქვს ევროკავშირს იმ ქვეყნების ტრანსფორმაციაზე, რომლებიც  მიისწრაფვიან ევროკავშირისკენ, დავით ზალკალიანმა ისაუბრა ევროკავშირის დადებით „რბილ ძალაზე“  უბიძგოს მეზობელ და გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უკეთესობისკენ გარდაქმნისაკენ.


მეხიკოს იბერო-ამერიკულ უნივერსიტეტში საქართველოს ელჩის კონფერენცია გაიმართა

26.11.2019 მეხიკო - მეხიკოს იბერო-ამერიკულ უნივერსიტეტში, სტუდენტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საქართველოს ელჩის, ზურაბ ერისთავის კონფერენცია  - “კავკასიის რეგიონი, საქართველოს გეოპოლიტიკა, საერთაშორისო პერსპექტივები და თანამშრომლობა მექსიკასთან” გაიმართა.  


საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ვიცე-სპიკერს შეხვდა

26.11.2019 აზერბაიჯანი - გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის ვიცე-სპიკერთან ბახარ მურადოვასთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფერ...


კიევში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

26.11.2019 უკრაინა - ქ. კიევში, პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის უკრაინის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში, უკრაინული კომპანიის „EDERI Management“ ორგანიზებით და უკრაინაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, გაიმართა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.  


იანვარი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789