ალექსანდრე ხვთისიაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

27.11.2019 –საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში (რეზიდენციით ქ. კიევი) იუდი კრიშნანდის შეხვდა.


ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყაზახ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

27.11.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილ  ღონისძიებაში.


გამოცემა „ევროაქტივმა“ (Euroactive) დავით ზალკალიანის სტატია გამოაქვეყნა

2019 წლის 27 ნოემბრიდან - 2020 წლის 15 მაისამდე,  ევროპის საბჭოს  მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოცემა „ევროაქტივში“ (Euroactive) სტატია გამოაქვეყნა.


​ვახტანგ მახარობლიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

28.11.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. ​


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს მხრადაჭერა აღუთქვა თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხორციელებაში

28.11.2019 სტრასბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ლილიან მორი პასკიესთან. 


ვახტანგ მახარობლიშვილმა რუმინელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა

28.11.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა რუმინეთის ერთობის დღის 101-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


​ინფორმაცია შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების საქართველოში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მგზავრობის შესახებ

2019 წლის 28 ნოემბრიდან შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეუძლიათ. აღნიშნული ცვლილება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის № 255 დადგენილებაში შევიდა.


იანვარი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789