დავით ზალკალიანი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში კრისტოფერ პინჩერს შეხვდა

04.12.2019 ლონდონი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ.ლონდონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ამერიკის საკითხებში კრისტოფერ პინჩერთან. მხარეები მიესალმნენ ლონდონის ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა...


ირლანდიაში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

4.12.2019 ირლანდია- ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, დუბლინში აკრედიტებულ უკრაინისა და მოლდოვის საელჩოებთან ერთად, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში  აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.  


საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

 4.12.2019 თურქეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, სულეიმან სოილუსთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა საკითხი. ამასთან, კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველო - თურქეთს შორის არსებული ...


სტრასბურგში ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა

4.12.2019 სტრასბურგი - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, 2019 წლის 3 დეკემბერს, სტრასბურგის მთავარ საკონცერტო დარბაზში „Palais de la musique et des congrès” ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა.


საქართველოს ელჩი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

4.12.2019 უკრაინა - საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრთან და ამავდროულად უკრაინა-საქართველოს სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარესთან ბატონ ვლადისლავ კრიკლისთან.  


დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

2019 წლის 4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ეწვევა ქ. ბრატისლავას, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთოს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში.


იანვარი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789