​თურქმენეთსა და ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან

01.02.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქმენეთსა და ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა.


მინისტრებმა დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინეს საქართველოს კანდიდატი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე

1.02.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საქართველოს კანდიდატი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, დავ...


საქართველოს ელჩი თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) პრეზიდენტს შეხვდა

1.02.2019 თურქეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) პრეზიდენტთან, სერდარ ჩამთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკით...


საქართველოს ელჩი სლოვენიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

1.02. 2019 სლოვენია-  საქართველოს sსაგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სლოვენიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის „ზედა პალატა“)  პრეზიდენტთან, ალოიზ კოვშცასთან .


ისრაელში დიასპორის წარმომადგენლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ

 1.02.2019 ისრაელი- ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა, ქართული დიასპორული ორგანიზაციის საკვირაო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა. &...


საგარეო საქმეთა სამინისტროში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

2019 წლის 1 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,  ლაშა დარსალია.


საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-6 რაუნდი გაიმართა

2019 წლის 29 იანვარს ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-6 რაუნდი საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. ქართულ მხარეს წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი გრიგორ ტ...


ლაშა დარსალია იოჰანეს ვან დერ კლაუს შეხვდა

1.02.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) იოჰანეს ვან დერ კლაუს შეხვდა.


ალექსანდრე ხვთისიაშვილი All Nippon Airways-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

1.2.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა "ოლ ნიპპონ ეირვეის"-ის (All Nippon Airways) უფროს ვიცე-პრეზიდენტ აკირა ნაკამურასთან, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში.


დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ

1.02.2019 დიდი ბრიტანეთი - დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.


ირლანდია ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ამ კუთხით, მიესალმება საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას

31.01.2018 დუბლინი - ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ჰელენ მაკენთისთან. 


ლაშა დარსალია საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

01.02.2019 ქ. თბილისი -​2019 წლის 1 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან, კაი კაარელსონთან.


ჩინეთის საელჩომ პარალიმპიურ კომიტეტს ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა

​01.02.2019 ქ. თბილისი - საჩუქარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იენჩმა პირადად გადასცა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შალვა მაისურაძეს. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა.


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910