ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი ცხადყოფს, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია - დავით ზალკალიანი

11.02.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან.


„მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებით" - მიროსლავ ლაიჩაკი

11.02.2019 თბილისი - "მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებით. ჩვენ ყველა არსებული პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ დიალოგისთვის და საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების სასიკეთოდ“ - მიროსლავ ლაიჩაკი.


სლოვაკეთმა ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის 39 ათასი ევრო გამოყო

სლოვაკეთმა ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის 39 ათასი ევრო გამოყო - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და  სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  


აზერბაიჯანში ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ვოკალისტთა გალა-კონცერტი გაიმართა

11.02.2019 აზერბაიჯანი-   საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბაქოს სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ვოკალისტთა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკალური თეატრისა და კვარტეტის „ნოტა“ მომღერლები. ქართველმა ვოკალისტებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი რეპერტუა...


თურქეთში საქართველოს ელჩმა “საქარიას ქართველთა კულტურის ასოციაციას” ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა

11.02.2019 თურქეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე ქ. საქარიას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში  ქართველმა დიპლომატებმა “საქარიას ქართველთა კულტურის ასოციაციას” ქართული ენის შემსწავლელი კურსისთვის საქართველოს საგარეო ს...


დავით ზალკალიანმა საქართველოს მთავრობის სახელით ირანელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა

​11.02.2019 თბილისი - ირანის საელჩოში მოწვეულ სტუმრებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში მინისტრმა ირანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.


„რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“ ფოტოგამოფენა ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას მიეძღვნა

​11.02.2019 თბილისი - 2019 წლის 11 თებერვალს, ედუარდ შევარდნაძის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 


აპრილი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345