„უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა”- დავით ზალკალიანი

14.02.2019 მიუნჰენი - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.


რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო ძლიერი სანქციების დაწესების თაობაზე აშშ-ის სენატისადმი წარდგენილ კანონპროექტში კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დებულებები

15.02.2019- აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, სენატორმა ბობ მენენდესმა (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი), სენატორებმა ლინდსი გრემმა (რესპუბლიკელი - სამხრეთ კაროლაინის შტატი), კორი გარდნერმა (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი), ბენ კარდინმა (დემოკრატი-მერილენდის შტატი), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი-ნიუ ჰემპშ...


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდოეთის რესპუბლიკის ჯამუ და ქაშმირის შტატში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ინდოეთის რესპუბლიკის ჯამუ და ქაშმირის შტატში 2019 წლის 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი ინდოელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე იმსხვერპლა.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა.  


​დავით ზალკალიანი ტოგოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

15.02.2019 ქ. მიუნხენი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ტოგოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და აფრიკული ინტეგრაციის მინისტრთან რობერტ დუსეისთან (Robert Dussey). მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები; გამოიხატა დაინტერეს...


საქართველოს ელჩი ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

15.02.2019 ბულგარეთი-საქართველოს საგანგებო და სრულუფელებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი შეხვდა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ცვეტა კარაიანჩევას.


​მინისტრის მოადგილემ პოლონელ ხალხს მიუსამძიმრა

15.02.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პოლონეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის იან ოლშევსკის გარდაცვალებასთან დაკავშრებით, პოლონეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.


არგენტინაში საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მიერ არგენტინაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა

15.02.2019 - არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მიერ არგენტინაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელთან, ელისა ტროტა გამუსთან.  


დავით ზალკალიანი სუდანელ კოლეგას შეხვდა

15.02.2019 ქ.მიუნხენი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი  სუდანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ალ-დირდირი მოჰამედ აჰმედს შეხვდა.


"როგორც არასდროს, ისეთი მაღალია ჩვენს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და საჭიროა ამის საკანონმდებლო დონეზე გაღრმავება" - დავით ზალკალიანი

15.02.2019 ქ.მიუნხენი - „ამერიკელ სენატორებთან საუბარი იყო აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ერთსულოვანი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ, განსაკუთრებით აღინიშნა 13 თებერვალს აშშ-ის სენატში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის უკა...


რევაზ ბეშიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) ახლადარჩეულ აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

15.02.2019 ლისაბონი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ბეშიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) ახლადარჩეულ აღმასრულებელ მდივანთან, ფრანსისკო რიბეირო ტელესთან. 


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678