საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ხელი მოეწერა პროექტის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II” (Georgia Transport Connectivity II) საფინანსო შეთანხმებას

ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ყოველწლიურად მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გამოყოფს, რაც საქართველოს მოდერნიზაციას, განვითარებას და ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურება. სხვა მიმართულებებთან ერთად, ევროკავშირის დახმარება მოიცავს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ მიმართულებით, ევროკავშირ...


საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრს შეხვდა

20.02.2019  ჩეხეთი–  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი მარიამ რაქვიაშვილი შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრს კლარა დოსტალოვას.


სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩმა პრეზენტაცია წაიკითხა თემაზე "საქართველო და საერთაშორისო სამართლის გამოწვევები ტურბულენტურ საერთაშორისო გარემოში"

20.02.2019  სამხრეთ აფრიკა – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საჯარო, კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში გამართა პრეზენტაცია თემაზე "საქართველო და საერთაშორისო სამართლის გამოწვევები ტურბულენტურ საერთაშორისო გარემოში...


კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წაიკითხა

20.02.2019 კორეის რესპუბლიკა- კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებული საპატიო კონსულების სპეციალური მოწვევით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წაიკითხა. ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, კულტურის და ტურისტული პოტენციალის შესახებ.


ვიქტორ დოლიძე გაეროს ტრეინინგებისა და კვლევების ინსტიტუტის (UNITAR) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

20.02.2019 ჟენევა -  ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა  გაეროს ტრეინინგებისა და კვლევების ინსტიტუტის (UNITAR) აღმასრულებელ დირექტორთან, ნიჰილ სეტთან.  


​საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ -ის დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელებმა დიპლომატიური უსაფრათხოების თემაზე პრეზენტაცია გაიმართეს

20.02.2019 ქ. თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა აშშ-ის დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის პრეზენტაცია თემაზე: „აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობის და დიპლომატიური უსაფრთხოების თანაცხოვრება/თანამშრომლობის გამოცდილება“.  


2019 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებები გზარდილია

გამოქვეყნდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი იგივე აშშ-ს 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით.


მაისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789