საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა

ქ. ერევანში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა.


საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

22.02.2019 თბილისი - ქ. თბილისში გაიმართა რიგით მე-4 ერთობლივი საკონსულო სხდომა საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციებს შორის.


შვედეთში ქართული ფოლკლორისა და პოეზიის საღამო გაიმართა

22.02.2019 შვედეთი - სტოკჰოლმის თების მუნიციპალიტეტის ეკლესიაში ქართული ფოლკლორისა და პოეზიის საღამო გაიმართა.


საქართველოს ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

22.02.2019 უნგრეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.  


საქართველოს ელჩი ჩინეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

22.02.2019 ჩინეთი -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილესთან, ჭანგ ძიანგუოსთან.


კაიროში “სამეფო ნაციონალური ბალეტი-ქართული ცეცხლის“ კონცერტი გაიმართა

22.02.2019 ეგვიპტე-   ქ. კაიროს ოპერის თეატრში  “სამეფო ნაციონალური ბალეტი-ქართული ცეცხლის“ კონცერტი გაიმართა.  


​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი კანადელ სტუდენტებს შეხვდა

22.02.2019 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ტორონტოს უნივერსიტეტის გლობალურ ურთიერთობათა და საჯარო პოლიტიკის მანკის სკოლის ევროპის შესწავლის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

23 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.


ვიქტორ დოლიძე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს შეხვდა

22.02.2019 შვეიცარია - ქ. ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორთან, ტედროს ადჰანომ გებრეიეუსთან.


დავით ზალკალიანი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

22.02.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რადუ ლივიუ ჰორუმბასთან. 


საქართველოს ელჩი სლოვენიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

22.02.2019 სლოვენია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  შეხვედრა გამართა  სლოვენიის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან,  კლემენ გროშელისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვენიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობები.  


საქართველოს და ლესოტოს სამეფოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა

22.02.2019 ქ. მასერუ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლესოტოს სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამინისტროს შორის გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ლესოტო...


​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რუბენ სადოიანს შეხვდა

22.02.2019 თბილისი - თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რუბენ სადოიანს შეხვდა.


არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

​2019 წლის 22 თებერვალს ერთი წელი შესრულდა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავება, წამება და სიცოცხლის ხელყოფა არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უმძიმესი ვითარებისა და ეთნიკური დევნის ნათელი მაგალითი.


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456