ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი სამუშაო ვიზიტით ვექსფორდის საგრაფოს ეწვია

2019 წლის 21-22 თებერვალს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სამუშაო ვიზიტი გამართა ვექსფორდის საგრაფოში.


საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებზე აღმართული ეროვნული დროშები დაუშვეს

2015 წლის 25 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით ეროვნული დროშები დაუშვეს.


დავით ზალკალიანი - Fitch -ის რეიტინგი მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის

25.02.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დადებითად შეაფასა  Fitch- ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დაწინაურება და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ფაქტი გლობალურად ამაღლებს ქვეყნის მიმართ ნდობას და პარტნიორებთან თვისობრივად სხვა ურთიერთობების გარანტიას წარმოადგენს: „ეს დაწინაურება ს...


კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

25.02.2019  კორეის რესპუბლიკა- ქ. სეულში,  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ღვინის საღამო გაიმართა.


საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

25.02.2019 აზერბაიჯანი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან იუსიფ აბდულაევთან.


„ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია“ - დავით ზალკალიანი

25.02.2019, ჟენევა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვიდა.


დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

25.02.2019, ჟენევა -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში მაღალი დონის სეგმენტის სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოქმედ პრეზიდენტთან კოლი სექთან. 


დავით ზალკალიანი ინდონეზიელ კოლეგას შეხვდა

25.02.2019, ჟენევა -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეტნო ლესტარ პრიანსარი მარსუდისთან.


დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს შეხვდა

25.02.2019, ჟენევა -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა გაეროს უმაღლეს კომისარს ლტოლვილთა საკითხებში ფილიპო გრანდის.


ივლისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234