ხუან გუაიდომ საქართველოს ელჩს ვენესუელას მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია ვენესუელას დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს შეხვდა. შეხვედრაზე ხუან გუაიდომ მადლიერება  გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისადმი.


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი - Fitch-ის რეიტინგში დაწინაურება საქართველოს ეკონომიკური პროგრესის აღიარებაა

26.02.2019, ჟენევა - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი რობერტო აზევადო Fitch-ის რეიტინგში დაწინაურებას საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის პროგრესის აღიარებაა. ამის შესახებ აზევადომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გან...


სემინარი „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე"

26-27 თებერვალს, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით, მართავს სემინარს „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

25 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.  


დავით ზალკალიანი ფიჯის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

26.02.2019 ქ.ჟენევა- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქ.ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფიჯის პრემიერ-მინისტრთან ფრანკ ბაინიმარამასთან. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის წყნარი ოკეანის აუზის ქვეყენებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და აღნი...


საგარეო საქმეთა მინისტრი კოსტა-რიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

26.02.2019 ქ. ჟენევა- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კოსტა - რიკის ვიცე-პრეზიდენტთან ეფსი კამპბელ ბართან.


დავით ზალკალიანი ერაყელ კოლეგას შეხვდა

26.02.2019 ქ. ჟენევა- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ალი ალჰაკიმს შეხვდა.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა

26.02.2019 ქ.ჟენევა- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთან ორგანიზაციის წარმატებულ თანამშრომლობას. შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ჯანდაცვის სფეროში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და იმ ...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს შეხვდა

26.02.2019 ქ. ჟენევა-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ.ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სესიის მაღალი სეგმენტის ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გამართა გაეროს უმაღლეს კომისართან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში მიშელ ბაშელესთან.


დავით ზალკალიანი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტს შეხვდა

26.02.2019 ქ. ჟენევა-საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის განმტკიცების მხრივ გატარებული წარმატებული რეფორმები და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა ფრანსის გარიმ....


კატარში საქართველოს ელჩი საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურ მდივანს შეხვდა

26.02.2019 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურ მდივანთან ჰასან ალ თავადისთან.


საქართველოს ელჩი კატარის კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

26 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის კულტურისა და სპორტის მინისტრთან სალაჰ ბინ ღანემ ალ ალისთან. საუბარი შეეხო საქართველოს და კატარს შორის კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.    


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678