საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

28.02.2019 იორდანია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან იბრაჰიმ შაჰაჰდესთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, მ.წ. 27 თებერვალს ნეპალის აღმოსავლეთ რეგიონში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 7 ადამიანის, მათ შორის, ნეპალის კულტურის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, რაბინდრა ადჰიკარის სიცოცხლე.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გვატემალელ და ბაჰრეინელ კოლეგებს შეხვდა

2019 წლის 25 თებერვალს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტის პარალელურად, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილის ლაშა დარსალიას შეხვედრები გვატემალისა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან ლუის ფერნანდო კარანზა სიფუენტესა და აბდულა ფაისალ ალ-დოსერისთან.


თეა მაისურაძემ საჯარო დისკუსიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

28.02.2019 ლატვია -  ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საელჩოების ორგანიზებით, რიგის სამართლის უმაღლეს სკოლაში (RGSL) გაიმართა საჯარო დისკუსია - Current state of the conflict settlement in Georgia, Moldova and Ukraine: Security, Political and Human Rights Implications of the illegal Russian Mili...


დავით სოლომონია პერუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

 28.02.2019 ბოგოტა-  ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების  მე- 11 სამიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის , დავით სოლომონიას ორხმრივი შეხვედრა პერუს დელეგაციის ხელმძღვანელთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - უგო დე ზელა მარტინესთან.  


საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გაიმართა

27.02.2019 თბილისი - ​საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. 


ხათუნა თოთლაძემ ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

28 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც თანა თავმჯდომარეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე.


სლოვაკეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

28 თებერვალს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს პირველი  დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ქართველი საოპერო რეჟისორის ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმული ჯან კარლო მენოტის საოპერო სპექტაკლი &b...


მაისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789