საქართველოს მიმართ კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერას გაესვა ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრაზე რესპუბლიკელ კონგრესმენთან ბილ ფლორესთან

06.02.2019 ვაშინგტონი - საქართველოს მიმართ კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერას გაესვა ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრაზე კონგრესმენ ბილ ფლორესთან (რესპუბლიკური პარტია-ტეხასის შტატი).


დავით ზალკალიანი სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

6.02.2019 ვაშინგტონი -აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას, აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვან ადგილს და სამომავლოდ თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს დაეთმო საუბარი დავით ზაკალიანისა და სენატორი რონ ჯონსონის შეხვედრისას.


დავით ზალკალიანი რესპუბლიკელ სენატორს ჯეიმს რიშს შეხვდა

06.02.2019 ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ჯეიმს რიშთან (რესპუბლიკური პარტია-აიდაჰოს შტატი). 


საქართველოს ელჩი ლიეტუვას სოციალური დაცვისა და შრომის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

6.02.2019 ლიეტუვა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიეტუვას სოციალური დაცვისა და შრომის მინისტრის მოადგილესთან ეიტვიდას ბინგელისთან.


ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს რწმუნების წერილი გადასცა

 6.02.2019 ნიდერლანდები- ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ფერნანდო არიასს რწმუნების წერილი გადასცა.


​პანკისელი პედაგოგები ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

6.02.2019 ბელგია - პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20 კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბელგიაში გრძელდება.


​ვახტანგ მახარობლიშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს აუდუნ ჰალვორშენს შეხვდა

06.02.2019 თბილისი -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს აუდუნ ჰალვორშენს შეხვდა.


დავით ზალკალიანი ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

6.02.2019 ვაშინგტონი - „საქართველოს აქვს პატივი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და გლობალური კოალიციის აქტიური წევრი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში."


საქართველოს ელჩი ლატვიის საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

6.02.2019 ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ლატვიის საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტა ანდა ტერაუდასთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.


მაისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789