საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

 1.03.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) იოგეშვარ სანგვანს  შეხვდა.  


იტალიაში საქართველოს ელჩი პულიის რეგიონს ეწვია

1.03.2019 იტალია-  პულიის რეგიონში, საქართველოს საპატიო საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის ვიზიტი პულიის რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი შეხვდა პულიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელს კოსიმო ბორაჩინოს.


დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის და ნატოში ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებული სხდომაში

1.03.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის და ნატოში ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებულ სხდომაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.  


ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასულ წელს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ჰქონდა - დავით ზალკალიანი

01.03.2019, თბილისი - „საქართველოს გასულ წელს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ჰქონდა უპრეცედენტო ფორმატების გამოყენებით, მათ შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრით და იქ დასახული მიზნების კუთხით“ – ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-...


დავით ზალკალიანმა ბულგარეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

1.03.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ოდესაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ დებატებში

1-2 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდისა და "ბუმბურასის ფონდის" მიერ ორგანიზებულ "ოდესის დებატებში", რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას მიეძღვნა.


დავით სოლომონია ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

 2019 წლის 1 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიაში, დავით სოლომონია შეხვდა ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ტერეზა კრისტინას.


საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს შეხვდა

1.03.2019 ჩეხეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან ადამ ვოიტეხთან.


აშშ-ში საქართველოს საელჩოში ქართული ღვინისა და კულტურის საღამო გაიმართა

1.03.2019 აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და “Things To Do in DC”-სთან პარტნიორობით, საელჩომ უმასპინძლა კულტურულ საღამოს რომელზეც სტუმრებს საქართველოს ტურიზმის პოტენციალი და კულტურული ღირშესანიშნაობები გააცნეს.  


ივლისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234