საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი

11.03.2019 ფიჯი- ფიჯის რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობე...


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

11.03.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2019 წლის 10 მარტს ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის კატასტროფის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 157 მგზავრი.


საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეექვსე რაუნდი გაიმართა

11.03.2019 ჯოგჯაკარტა -  ინდონეზიის ქალაქ ჯოგჯაკარტაში,  საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეექვსე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გამაირთა.   


საქართველოს ელჩი საბერძნეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ერთობლივ დელეგაციას შეხვდა

11.03.2019 საბერძნეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საებრძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ერთობლივ დელეგაციასთან.


პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება

11.03.2019- 11-12 მარტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ -   პროექტის  „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს 4 რეგ...


თამარ ბერუჩაშვილმა სლოვაკეთის, როგორც ეუთოს თავმმჯდომარე ქვეყნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

11.03.2019 დიდი ბრიტანეთი- საქართველოსა და სლოვაკეთის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნად სლოვაკეთის არჩევასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის საელჩოში ღონისძიება გაიმართა.


​შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

11.03.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.


ჟურნალ „Skylife“-ში თბილისის შესახებ სტატია დაიბეჭდა

11.03.2019 - ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქულ ავიახაზებთან (Turkish Airlines) თანამშრომლობით, აღნიშნული ავიაკომპანიის ჟურნალის „Skylife“ მარტის თვის გამოცემაში დაიბეჭდა თურქულ-ინგლისურენოვანი სტატია თბილისის შესახებ.


საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ ადამიანის უფლებათა საბჭოს გენერალურ დებატებზე ენობრივ დისკრიმინაციაზე ისაუბრა

11.03.2019 ჟენევა - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე ენობრივ დისკირიმინაციაზე ისაუბრა.


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678