საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - დავით სოლომონია ბრაზილიის ვიცე პრეზიდენტს, გენერალ ჰამილტონ მოურაუს შეხვდა

15.02.2019 ბრაზილია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონიამ შეხვედრა გამართა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტთან, გენერალ ჰამილტონ მოურაოსთან.


საქართველოს ელჩი ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის, კლინგენდაელის აკადემიის პრეზიდენტს რონ ტონს შეხვდა

15.03.2019 ნიდერლანდები - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის, კლინგენდაელის აკადემიის პრეზიდენტთან, რონ ტონთან და მკვლევართან იან მარიუს ვიერსმასთან შეხვედრა გამართა.


ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს ეწვია

15.03.2019 - საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, რალფ რეგენვანუმ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულა. რალფ რეგენვანუ ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა სა...


დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

15.03.2019 ქ. თბილისი-  საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან.


ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე იმსჯელეს

15.03.2019 - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს ელჩებს მიეწოდა ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავების...


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის უკანონო ანექსიის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით

15.03.2019 - ხუთი წლის წინ, რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია. ამ ქმედებით, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები, გაერო-ს ქარტია და 197...


ვიქტორ დოლიძემ ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს ფარგლებში ისაუბრა

15.03.2019 ქ. ჟენევა- ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, ევროკავშირის დელეგაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც ევროკაშირის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.


დავით ზალკალიანი ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა

15.03.2019, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  შეხვედრა გამართა ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან. ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს ჯგუფის თავმჯდომარე ალირეზა ბეიგი.


შეხვედრა ტუბინგენის უნივერსიტეტის მკვლევარებთან

15.03.2015 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს გერმანიის ქალაქ ტიუბინგენის უნივერსიტეტის კონფლიქტის თემაზე მომუშავე მკვლევარებთან, რომლებიც სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.


გერმანიაში საქართველოს დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

15.03.2019 გერმანია-  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, გერმანიის ბუნდესთაგის სამხრეთ კავკ...


ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

15.03.2019 ბრაზილია- ბრაზილიაში, საქართველოს საელჩოში  საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა.


საქართველოს ელჩი არგენტინის დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

15.03.2019 არგენტინა- არგენტინაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი არგენტინის დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, დეპუტატ ბეატრის ავილას შეხვდა.


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678