საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ურუგვაისა და არგენტინას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2019 წლის 17-23 მარტს ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა არგენტინასა და ურუგვაის. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდონეზიაში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით

18.03.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინდონეზიის რესპუბლიკის პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის და რამდენიმე ასეული მოქალაქის დაზარალების გამო.


შვეიცარიის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კრისტა მარკვალდერი- საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპული და ევროატლანტური მისწრაფებები სამაგალითოა თვით შვეიცარიისთვისაც

18.03.2019 შვეიცარია- საქართველოს საელჩოს და შვეიცარიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მიერ, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის  100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, შვეიცარიის პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა.


კონსტანტინე სურგულაძემ მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

18.03.2019 მალტა-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარი-ლუიზ კოლეირო პრეკას რწმუნებათა სიგელები გადასცა.


საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთის მეფეს რწმუნებათა სიგელი გადასცა

18.03.2019 საუდის არაბეთი - საუდის არაბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა  რწმუნებათა სიგელი გადასცა ორი წმინდა მეჩეთის მფარველს, საუდის არაბეთის მეფეს, მის უდიდებულესობა სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს.


საქართველოს ელჩი უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

18.03.2019 უნგრეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს შეხვდა.


დავით ზალკალიანი ურუგვაის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

18.03.2019 მონტევიდეო - დავით ზალკალიანი ურუგვაის პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სენატორ მონიკა ქსავიერს შეხვდა. 


კონსტანტინე სურგულაძე მალტის რესპუბლიკას ეწვია

18.03.2019 მალტა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე სურგულაძე ( რეზიდენციით ქ. რომი)  მალტის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი შეხვდა მალტის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის განვითარების მინისტრს კარმელო აბელას.


საქართველოს ელჩი ჩეხეთის კულტურის მინისტრს შეხვდა

18.03.2019 ჩეხეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან ანტონინ სტანეკთან.


ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული კუთხე მოეწყო

18.03. 2019 საფრანგეთი- იუნესკოს სათაო ოფისში გაიმართა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში ფარნკოფონიის წევრი ქვეყნების კულინარიული ტრადიციების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.  


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678