საქართველოს დელეგაცია დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით ქ. ბუენოს-აირესში პარაგვაის კულტურული ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო

21.03.2019 ბუენოს-აირესი - საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით დაესწრო ქ. ბუენოს -აირესში პარაგვაის კულტურული ცენტრის გახსნის ცერემონიას,  რომელშიც მონაწილეობა მიიღი პარაგვაის  პრეზიდენტმა მარიო აბდო პენიტესმა.


საქართველო აქტიურად იყენებს ყველა ფორმატს, რათა დაგროვილი წარმატებული რეფორმების გამოცდილება მეგობარ ქვეყნებს გაუზიაროს - ზალკალიანი სამხრეთ-სამხრეთის კონფერენციაზე

20.03.2014 ბუენოს-აირესი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბუენოს-აირესში გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა“ სიტყვით გამოვიდა.


უნგრეთში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „უკრაინა და საქართველო - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზები“

21.03.2019 უნგრეთი- ბუდაპეშტში მოქმედ უკრაინის კულტურისა და დოკუმენტაციის ცენტრში, უნგრეთში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „უკრაინა და საქართველო - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზები“.


საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ კონფერენცია თემაზე - ,,საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა 2020 წლის შემდგომ - ადამიანური კაპიტალის განვითრების პერსპექტივები“ გაიმართა

21.03.2019 ქ. თბილისი-   საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა 2020 წლის შემდგომ - ადამიანური კაპიტალის განვითრების პერსპექტივები“.  


ანკარის წამყვანი ტურისტული კომპანიები საქართველოს ეწვევიან

 21.03.2019 თურქეთი- თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფელბიანმა  ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის წამყვანი ტურისტული სააგენტოებისა და თურქული ავიახაზების ხელმძღვანელობასთან.  


ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან

21.03.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან გერტ-ჰაინრიხ არენსთან


საქართველოსა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

21.03.2019 შვეიცარია-  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი ჩატარდა. ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო შვეიცარიული მხრ...


ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო დუბლინში „ფრანკოფონიის თვის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში

21.03.2019 ირლანდია- ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, როგორც კულტურული პროგრამის „ფრანკოფონიის თვე“ ერთ -ერთმა თანაორგანიზატორმა მონაწილეობა მიიღო დუბლინში მდებარე კინოთეატრში „Light House Cinema” გამართულ ღონისძიებაში.


არგენტინაში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა თანამშრომლობის განვითარების დიდი შესაძლებლობები - დავით ზალკალიანი

21.03.2019 არგენტინა- „სიმბოლურია, რომ ჩვენი ვიზიტი არგენტინაში დაემთხვა არგენტინის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების 100 წლისთავს, არგენტინა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს  ჩვენ არგენტინასთან უკვე გვაქვს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და დღევანდელი ჩვენი შე...


​„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ერთად - ეს არის გზავნილი საქართველოსთვის არგენტინიდან“ - ხორხე ფორი

21.03.19 ბუენოს-აირესი - „არგენტინასა და საქართველოს შორის კავშირები უნდა განვამტკიცოთ და უფრო ქმედითი გავხადოთ, განსაკუთრებით, ეკონომიკური და კომერციული კუთხით" - განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხორხე ფორიმ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას. 


კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი დაარსდა

21.03.2019 კვიპროსი- კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ ქ. ლიმასოლში შეხვედრა გამართა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოს საელჩომ და კომპანიამ IBC Corporate Solutions, რომელიც თანაორგანიზატორი იყო, პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს შესახებ, ქვეყანაში განხორცი...


ვენაში ოკუპაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21.03.2019 ვენა- ​2019 წლის 20 მარტს საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ორგანიზებით ვენაში ოკუპაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდებმა დაგმეს ქვეყნის 20% ოკუპაცია. 


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456