საქართველოს ელჩი თურქმენეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და წყალთა მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის კურატორ ვიცე-პრემიერს შეხვდა

27.03.2019 წ. აშხაბადი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ესენმირატ ორაზგელდიევთან, რომელიც მთავრობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და წყალთა მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს კურირებს.


ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

28.03.2019 ბელგია- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბელგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.  


ირლანდიაში საქართველოს საელჩოში ფრანკოფონიის ლიტერატურული პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართა

​28.03.2019 ირლანდია -  ირლანდიაში საქართველოს საელჩოში ფრანკოფონიის თვის ფარგლებში ლიტერატურული პრემიის გადაცემის ცერემონია. ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნაწარმოები ირლანდიურ ენაზე ‘’Spill Simmer Falter Wither’’, რომელიც შემდგომ ითარგმნა ფრანგულად. წიგნის ავტორს, სარა ბაუმს კი ფრანკოფონი...


ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

26-27 მარტს ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (PAC) მერვე სხდომა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპარლამენტის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კომიტეტის თანათავმჯდომარეების - თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის ...


ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატის ევროპული ბიუროს დირექტორმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა

28.03.2019 - ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპული ბიუროს დირექტორი პასკალ მორო ვიზიტით საქართველოში იმყოფება.  28 მარტს ევროპული ბიუროს დირექტორი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს, ხურვალეთსა და ოძისს ეწვია.


ლაშა დარსალია მაღალი დონის შეხვედრაზე კლიმატისა და საყოველთაო მდგრადი განვითარების თაობაზე სიტყვით გამოვიდა

 28.03.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა მაღალი დონის შეხვედრაზე კლიმატისა და საყოველთაო მდგრადი განვითარების თაობაზე.


​საქართველოს მთავრობამ 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია დაამტკიცა

28.03.2019 თბილისი - საქართველოს მთავრობამ 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია დაამტკიცა. ეს არის თვისობრივად ახალი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ეროვნული დონის დოკუმენტი, რომელიც განსხვავებით წინა სტრატეგიებისგან, საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული.


საქართველოს ელჩი მექსიკის შეერთებული შტატების სენატის პრეზიდენტს შეხვდა

28.03.2019 მექსიკა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ერისთავი, მექსიკის შეერთებული შტატების სენატის მიწვევით, პრეზიდენტს - სენატორ მარტი ბატრესს შეხვდა.  


საქართველოს ელჩი თურქმენეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს შეხვდა

​28.03.2019 წ. აშხაბადი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჩარი გილიჯოვთან, რომელიც მთავრობაში ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს, მრეწველთა და მეწარმეთა კავშირს და სავაჭრო-სამ...


დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345