საქართველოს ელჩი კანადური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

7.03.2019 კანადა-ტორონტოში მიმდინარე წიაღისეულის მოპოვების საერთაშორისო გამოფენის (PDAC) ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის სააგენტოს თავმჯდომარე მაია ზავრაშვილი ტორონტოსა და ვანკუვერში ბაზირებულ კანადურ სამთო ...


საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

 7.03.2019 სუვა, ფიჯი -  საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ხოლო ...


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ბოლო პერიოდში, ევროკავშირის/შენგენის წევრმა სახელმწიფოებმა გაამკაცრეს სასაზღვრო კონტროლი. შედეგად, საქართველოს არაერთ მოქალაქეს, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ  ევროკავშირის/შენგენის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს და არ ფლობდნენ შესაბამის საბუთებს, უარი ეთქვათ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ...


საქართველოს ელჩმა პარაგვაის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

7.03.2019 პარაგვაი- პარაგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში), ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პარაგვაის რესპუბლიკის  პრეზიდენტს, მარიო აბდო ბენიტესს.  


„კვიპროსის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“- კვიპროსის მმართველი პარტიის პრეზიდენტი

7.03.2019 კვიპროსი- „კვიპროსის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“- ამის შესახებ , კვიპროსის რესპუბლიკის მმართველი პარტიის DISY (Democratic Rally) პრეზიდენტმა, ავეროფ ნეოფიტუმ საქართველოს ელჩთან, რევაზ ლომინაძეთსან  შეხვედრისას განაცხადა.


ბექა დვალმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წაიკითხა

7.03.2019 ქ. იოჰანესბურგი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად სამხრეთ აფრიკის მსხვილ საფინანსო-სამრეწველო ცენტრში ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა დამსწრე საზოგადოებას  პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურ...


ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანს ამშვენებს

7.03.2019  ნიდერლანდები -  ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად, ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ქართული ანდაზა -  "ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო" ამოტვიფრეს.  


საქართველოსა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

07.03.2019 თბილისი -  საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ნიდერლანდების მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტ...


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678