ქ. ბაქოში, გაიმართა 1989 წლის 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტო გამოფენა

9.04.2019 აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ბაქოში, გაიმართა 1989 წლის 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტო-გამოფენა. ფოტო-გამოფენაზე, აგრეთვე ღონისძიების მიმდინარეობისას, ასახული და წარმოდგენილი იყო 9 აპრილის მოვლენები.  


თურქეთის რესპუბლიკაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტო-გამოფენა გაიმართა

9.04.19  თურქეთი - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ანკარაში გაიმართა 1989 წლის 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტო-გამოფენა. ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს, ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რო...


ეგვიპტეში 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

10.04.2019 ეგვიპტე- ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ნალბანდოვმა, გამართა 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური პრესკონფერენცია ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებათა წარმომადგენლებისათვის.   


გერმანიაში 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

10.04.2019 გერმანია- ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 10.04.2019 პოლონეთი- პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  


ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში გაიხსნა ფოტო გამოფენა - "ერთობის დღე - საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის"

10.04.2019 ლატვია- რიგაში, ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში 1989 წლის 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი  ფოტო გამოფენა - "ერთობის დღე - საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის" გაიხსნა.  


ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

10.04.2019 ავსტრია-ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ქ. თესალონიკში 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

10.04.2019 საბერძნეთი- ქ. თესალონიკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ თეატრში „ალექსანდროს“ გაიმართა 1989 წლის 9 აპრილის  მოვლენების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.


საქართველოსა და მავრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

მავრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, რეგიონული ინტეგრაციის და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს საგარეო საქმეთა მდივანთან, ქალბატონ უშა დვარკა კანაბადისთან გამართული პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილული იქნა საქართველოსა და მავრიკის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორ...


საქართველოს საელჩომ დანიაში 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავად ფოტო-გამოფენას უმასპინძლა

10.04.2019 დანია-საქართველოს საელჩომ დანიაში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების 30 წლისთავის აღსანიშნავად ფოტო-გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა 1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობას საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მან ისაუბრა უიარაღო ა...


საქართველოს საელჩო ბრაზილიის კულტურულ და დიპლომატიურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა

10.04.2019 ბრაზილია-ქ. ბრაზილიაში, კულტურის, მეწარმეობისა და კომუნიკაციის ეროვნული სააგენტოს - #ANCEC ორგანიზებით გამართა დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც საქართველო  - ბრაზილიის კულტურულ და დიპლომატიურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს საელჩოს გადაეცა ჯილდო სახელწოდებით „Cruz da Referênc...


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა სეიშელის პრეზიდენტს

 10.04.2019 სეიშელის რესპუბლიკა-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სეიშელის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ადის-აბება) ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ქვეყნის პრეზიდენტს დენი ფორს.


დავით ზალკალიანის შეფასებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო და წარმოაჩინა, როგორც საქართველოს მიღწევები, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები

10.04.2019 სტრასბურგი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში, ისევე, როგორც ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ეძღვნება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების 20 წლისთავს  ევროპის საბჭოში უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველ...


საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

10.04.2019 თურქეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერ...


ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულომ უმასპინძლა 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას -„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!“

10.04.2019 ქ.ოდესა- ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ,,ივერია“-ს და ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა, საუბარი შეეხო 9 აპრილს განვითარებული მოვლენების მნიშვნელობას.  


დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345