უკრაინაში საქართველოს ელჩმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა

11.04.2019 უკრაინა-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობების მომსახურების გენერალური დირექციის პრეს-ცენტრში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ ლექცია წაიკითხა.


რუმინეთში გამოფენა-"პირველი ქართული სტამბა - ქართულ-რუმინული ურთიერთობების სათავეებთან" გაიხსნა

 11.04.2019 რუმინეთი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ რიმნიკუ ვილჩას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა: "პირველი ქართული სტამბა - ქართულ-რუმინული ურთიერთობების სათავეებთან". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები.


ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ გახნის ღონისძიებაში

11.04.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (TWINNING) ფარგლებში, პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შე...


დუბლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

11.04.2019 ირლანდია- დუბლინში, საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება 3 ნაწილისგან შედგებოდა: მასტერკლასი, პრეზენტაცია-ღია ბაზრობა და მიღება. მასტერკლასზე, დეგუსტაციაზე და პრეზენტაცია-ბაზრობაზე მოწვეულნი იყვნენ პროფესიონალები - ჟურნალისტებ...


საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი პოლონეთის აჯანყების მუზეუმის დირექტორის მოადგილესა და საქართველოში პოლონური ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა

11.04.2019 ქ. თბილისი -  საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი  პოლონეთის აჯანყების მუზეუმის დირექტორის მოადგილეს პაველ უკიელსკის და საქართველოში პოლონური ინსტიტუტის დირექტორს ლეხ კონჩაკს შეხვდა.  


ტალინში ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა

11.04.2019 ესტონეთი- ტალინში, ესტონეთის საბავშვო ლიტერატურის ცენტრის საგამოფენო დარბაზში ცნობილი ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება ესტონეთის საბავშვო ლიტერატურის ცენტრის ორგანიზებითა და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.


საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა

11.04. 2019 ანკარა - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, მეჰმეთ ნური ერსოისთან.


საქართველოსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

11.04.2019 ბოგოტა -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ლათინურ ამერიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქ.ბოგოტაში, საქართველოსა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678