100 წლის წინ პარლამენტის დაარსებით, საქართველო დემოკრატიული მმართველობის პიონერად იქცა - ამერიკელი კონგრესმენი

პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე ქართველ ხალხს ამერიკელმა კონგრესმენმა და წარმომადგენელთა პალატასთან არსებული დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის   თავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა მიულოცა.


საქართველოს საელჩომ აშშ-ის კონგრესში საქართველოს პარლამენტარიზმის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ პირველი ქართული პარლამენტის მნიშვნელობასა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პარლამენტარიზმის წვლილზე ისაუბრეს.


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678