საქართველოს ელჩი ლატვიის საეიმას საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

 24.04.2019 ლატვია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე  ლატვიის საეიმას საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ლატვიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ივიცა დაჩიჩის დახვედრის ცერემონია გაიმართა

 24-25 აპრილს საქართველოს სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ივიცა დაჩიჩის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ უმასპინძლა.  


სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დამატებით სტიმულს შესძენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს- დავით ზალკალიანი

24.04.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო უწყებაში სერბ კოლეგას ივიცა დაჩიჩის უმასპინძლა.  შეხვედრის  ფარგლებში ხელი მოეწერა მინისტრების ერთობლივ დეკლარაციას და ასევე თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამი...


დავით ზალკალიანი ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

24.04.2019 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილეს საიმონ მორდიუს.  შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მიგრაციის სფეროში.


საქართველოს ელჩმა ხორვატიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

24.04.2019 ხორვატია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ ( რეზიდენციით ქ. ბუდაპეშტი) რწმუნებათა სიგელები გადასცა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს.  


ევროპის საბჭომ გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა

2019 წლის 24 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1344-ე სხდომაზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“. აღნიშნული ანგარიში მოიცავს პერიოდს 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით.


ირლანდიაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ სემინარი გაიმართა

24.04.2019 ირლანდია- ირლანდიის წამყვან კვლევით -ანალიტიკურ ცენტრში „საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში“ (IIEA) გაიმართა სემინარი, რომელიც მიეძღვნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ღონისძიებაზე მთავარი გამომსვლელები იყვნენ ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი და პო...


კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი განგვონის პროვინციას ეწვია

24.04.2019 კორეის რესპუბლიკა-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი განგვონის პროვინციის პიონგჩანგის რაიონს ეწვია, სადაც 2018 წელს გაიმართა ზამთრის XXIII ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები.


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678