დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს შეხვდა

30.04.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს.


ანკარაში საქართველოს საელჩოს დაარსების 25 წლისთავი აღნიშნეს

30.04.2019  ქ. ანკარა- თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაარსების 25 წელთან დაკავშირებით საელჩოსა და ანკარის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებით, ქ. ანკარაში ჩატარდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.  ღონისძიების ფარგლებში   საქართველოს საგანგებო და ს...


დავით ზალკალიანი ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და აზიის მიმართულებების მმართველ დირექტორს შეხვდა

30.04.19 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და აზიის მიმართულებების მმართველ დირექტორს, თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.


​დავით ზალკალიანი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ „მეფის დღისადმი“ მიძღვნილ მიღებას დაესწრო

30.04.19 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა და ნიდერლანდების სამეფოს და ჰოლანდიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - „მეფის დღე“ მიულოცა.   


შვედეთის კულტურის სახლში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

30.04.2019 შვედეთი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და შვედ მეგობართა საზოგადოებასთან თანამშრომლობით შვედეთის კულტურის სახლში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამო გახსნა შვედ მეგობართა საზოგადოების პრეზიდენტმა სვენ ჰოლსტრომმა.


საქართველოს ელჩმა ბრაზილიის სავაჭრო და ბიზნეს პალატების ასოციაციების კონფედერაციის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა

30.04.2019 ბრაზილია-ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია შეხვდა ბრაზილიის სავაჭრო და ბიზნეს პალატების ასოციაციების კონფედერაციის პრეზიდენტს, ჟორჟი ტეიშეირა პინეირუს.  


ივნისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567