საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

09.04.2019 თბილისი- 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და სამინისტროს  ხელმძღვანელმა პირებმა. მათ გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. 


ჟენევაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

9.04.2019 ჟენევა - ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ბერნში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, ჟენევაში გაერო-ს ოფისთან, 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  


სლოვაკეთში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა

 9.04.2019  სლოვაკეთი- სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა.  


ჩვენი გმირების მსხვერპლი ამაო არ ყოფილა. საქართველო ევროკავშირისა და ნატოს ერთიანი და წარმატებული წევრი გახდება“ - დავით ზალკალიანი

9.04.2019 ქ. თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეროვნული ერთიანობის დღის - 9 აპრილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, 2019 წლის 9 აპრილს, საქართველო, ეროვნულ ერთიანობასთან ერთად, იმ ტრაგიკული მოვლენების 30 წლისთავსაც ეხმიანება, რომელიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-...


ვაშინგტონში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

9.04.2019 ქ. ვაშინგტონი- აშშ-ში, საქართველოს საელჩოში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აპრილის მოვლენები გაიხსენეს.


ბელარუსში 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

9.04.2019 ბელარუსი- 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, ბელარუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ მმართველობის აკადემიაში საჯარო ლექცია წაიკითხა. ელჩმა დეტალურად გაიხსენა 30 წლის წინ თბილისში განვითარებული მოვლენები, რა დროსაც საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალის ნაწილებმა სასტიკად დ...


​საქართველოსა და ეკვადორის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

09.04.2019 კიტო - გრძელდება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის სამუშაო ვიზიტი ეკვადორის რესპუბლიკაში. 9 აპრილს, კიტოში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი.


ნორვეგიაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა

9.04.2019 ნორვეგია-საქართველოს საელჩოში 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა.  


ჩეხეთში 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

9.04.2019 ჩეხეთი-1989 წლის  9 აპრილის  30 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში ღნისძიება გაიმართა.


მოლდოვაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

9.04.2019 მოლდოვა- საქართველოს საელჩოში, გაიმართა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი საღამო, რომელზეც პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.


ქ. სტამბოლში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

9.04.2019 სტამბოლი- ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გაიმართა 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტო-გამოფენა. გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ გაიხსენა 30 წლის წინ თბილისში განვითარებული მოვლენები, რა დროსაც საბჭოთა არმიამ დაარბია საქარ...


შვედეთში 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

9.04.2019 შვედეთი- სტოკჰოლმის თების მუნიციპალიტეტის ეკლესიაში შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და შვედეთში წმინდა გიორგის სამრევლოს მღვდელმსახურის მამა შიოს ხელშეწყობით გაიმართა ქართული დიასპორის წარმომადგენლების შეხვედრა.  


ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678