კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა იონსეის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

16.05.2019 კორეის რესპუბლიკა - საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით,  კორეის  იონსეის უნივერსიტეტში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ლექცია წაიკითხა.


ვახტანგ მახარობლიშვილი “თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ მსმენელებს შეხვდა

16.05.19 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა დიდი ბრიტანეთის “თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ მსმენელთა ჯგუფი მიიღო.


ბაქოში საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019“ გაიხსნა

16.05.2019 აზერბაიჯანი -  ქ. ბაქოში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019“, რომელზეც წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყნის 200-მდე კომპანიის მიერ წარმოებული სასოფლო -სამეურნეო პროდუქცია, აგრარულ სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები. 


ვახტანგ მახარობლიშვილი საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

16.05.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური მდივნის მოადგილესთან, გენერალ ფრანსუა-გზავიე დე ვუალემონთან. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კიბერ-უსაფრთხოების კ...


თურქეთში საქართველოს ელჩი გაზიანთეფის გუბერნატორს შეხვდა

16.05.2019 თურქეთი- თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მივლინების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა გაზიანთეფის გუბერნატორთან, დავუთ გიულთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე, ასევე, გაზიანთეფიდან და საქარ...


საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობს ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა 129-ე სესიაში, რომელიც მიმდინარე წლის 16-17 მაისს ჰელსინკში იმართება.


აშშ-ს კონგრესში გამართული მოსმენის ფარგლებში საქართველოს შესახებ იმსჯელეს

16.05.2019 აშშ- აშშ-ს კონგრესში  საჯარო ბრიფინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე დეივიდ პრაისმა და თანათავმჯდომარე ვერნ ბუკანანმა განიხილეს კონგრესის დელეგაციის ბოლოდროინდელი ვიზიტი საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში.  


დავით დონდუა ავსტრიის ეროვნულ საბჭოში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

16.05.2019 ავსტრია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,  დავით დონდუა ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ პირთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპის შესახებ

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლის 4 მარტს გამოცხადებული ღია კონკურსის ფარგლებში,  მესამე (ქართულ ენაში)  18 მაისს  დაგეგმილი წერითი გამოცდის შესახებ, ინფორმაცია განთავსდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://naec.ge/#/ge/post/1916


"საქართველო ყოველდღიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში" - დავით ზალკალიანი

„საქართველო წარმოდგენილია ყველა უმაღლესი დონის ფორუმსა და ფორმატებში, აქედან გამომდინარე, ის, რასაც ვისმენთ ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს საქართველოს საკითხი გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან, არის პოლიტიკური მანიპულაციები, ხოლო რეალობა არის განსხავებული“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


„ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა“ - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და განსაზღვრული აქვს ის პრიორიტეტები, რომლებიც მას, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას ექნება. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა დ...


„საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთს დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ჩვენც ამ პრინციპის ერთგულნი ვართ“ - დავით ზალკალიანი

„დაუშვებელია მოხდეს  საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ღირებულებებისგან გადახვევა, რაზეც არის დაფუძნებული საეთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები. ბუნებრივია, საქართველო ერთგულია ამ პრინციპების და ჩვენი პოზიცია იქნება სწორედ  ამ პრინციპების შესაბამისი“ - დავით ზალკალიანი.


ვახტანგ მახარობლიშვილმა ნორვეგიელ ხალხს კონსტიტუციის დღე მიულოცა

16.05.2019 ქ. თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


საქართველოს ელჩი ლატვიის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

16.05.2019 ლატვია- ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ნატა მენაბდემ შეხვედრა გამართეს ლატვიის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან, ილზე ვინკელე...


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910