ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში „შუშანიკის წამების“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

20.05.2019 ნიდერლანდები- ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში იაკობ ცურტაველის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების „შუშანიკის წამების“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. თარგმანი შესრულებულია ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართველი მთარგმნელის არჩილ ჯავახაძის მიერ.


პარაგვაიში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

20.05.2019 პარაგვაი- პარაგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა ( რეზიდენციით ქ. ბუენოს -აირესი) შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლუის ალბერტო კასტილიონისთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ანტონიო რივას პალასიოსთან.


უკრაინაში ქართული კულტურის რიგით მე-10 ფესტივალი გაიმართა

20.05.2019 უკრაინა- უკრაინაში ქ. მირგოროდში, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგია”- ს ორგანიზებით და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული კულტურის რიგით მე-10 ფესტივალი, რომელიც წელს მიეძღვნა ქ. მირგოროდში დავით გურამიშვილის სახლ-მუზეუმის დაარსების 50 წლისთავს. 


ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქმენეთის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან

20.05.2019 თურქმენეთი- აშხაბადში მიმდინარე თურქმენეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქმენეთის რიგ სამთავრობო სტრუქტურებში: ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტში, ვაჭრო...


ევროკავშირთან დაახლოებამ ჩვენ შეგვიქმნა ახალი შესაძლებლობები და დაგვანახა ახალი მიზნები-დავით ზალკალიანი

20.05.2019 ქ. თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისთვის გამართული სემინარი- „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გახსნა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

20.05.2019 ქ. თბილისი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.


საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

2019 წლის 1 მაისიდან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულების მიერ, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საფასურის გარეშე გაცემას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს განაცხადოს შემდეგი:  


​ლაშა დარსალია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებიზე ესაუბრა

20.05.2019 ქ. თბილისი - 2019 წლის 20 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაში თემაზე „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უს...


საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პოლონეთს კონსტიტუციის დღე მიულოცა

20.05.2019 თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,  პოლონეთის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და პოლონელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. 


აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678