საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

22.05.2019 აშხაბადი - თურქმენეთის დედაქალაქში გაიმართა საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი მე-6 რაუნდი.    


ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე დასკვნითი სემინარი გაიხსნა

21 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების კოლეჯის თანაორგანიზებით ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე დასკვნითი სემინარი ოფიციალურად გაიხსნა.


პოლონეთის სენატის მარშალის შეფასებით, საქართველო 10 წლის წინ პოლონეთის მიერ ინიცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის წამყვანი სახელმწიფოა

22.05.2019 ქ. თბილისი საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონეთის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  


საქართველოს ელჩი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

22.05.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან.


​დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა

22.05.19 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა.


აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე კონგრესმენ დერვინ რიგლმანს შეხვდა

23.05.2019 აშშ- ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე შეხვდა ახალარჩეულ კონგრესმენს დენვერ რიგლმანს (რესპუბლიკელი-ვირჯინიის შტატი). შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა  მიმოიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა და სტრა...


აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებებში

21.05.2019 აზერბაიჯანი- აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ქვეყანაში ევროკავშირის სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან ერთად,  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მე-10 საიუბილეო წლისთავთან დაკავშირები...


​აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი

22.05.19 ვაშინგტონი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია.


ბულგარეთსა და უნგრეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიოებები გაიმართა

22.05.2019 ბულგარეთი -  ქ. სოფიაში, „ევროპულ  სახლში“ გაიმართა  კონფერენცია-  „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - მიღწევები და წინსვლის გაგრძელება“. ღონისძიება ორგანიზებული იყო ბულგარეთში რუმინეთის  საელჩოს, ბულგარეთში ევროკომისიის წარმომადგენლობასა და „სოფიი...


ივნისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567