საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

23.05.19 თბილისი - საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია.


საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სერბეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

23.05.2019 სერბეთი- სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე სერბეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს მარკო კადეზს შეხვდა.


საქართველოს ელჩი ლიეტუვის სეიმის სპიკერს შეხვდა

23.05.2019 ლიეტუვა-ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვის სეიმის სპიკერთან ვიქტორას პრანცკიეტისთან.


თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრს შეხვდა

23.05.2019 დიდი ბრიტანეთი - დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრთან, ფაბიან ჰამილტონთან, რომელიც ამავდროულად თავდაცვის და საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ჩრდილოვანი მინ...


თეა ახვლედიანმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა

23.05.2019 ესტონეთი- ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, იური რატასთან. ელჩმა იური რატასს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამასთან, თეა ახვლედია...


​ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტომაშ პეტრჟიჩეკთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ

2019 წლის 23 მაისს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ტომაშ პეტრჟიჩეკს შორის.


ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მე-12 შეხვედრის შესახებ

2019 წლის 23 მაისს, თბილისში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის რიგით მე-12 შეხვედრა. საქართველოს დელეგაციას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პა...


თურქეთში საქართველოს ელჩი თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაციის (TURSAB) ხელმძღვანელობას შეხვდა

23.05.2019 თურქეთი-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაციის(TURSAB) ხელმძღვანელობასთან და მსხვილი ტურისტული კომპანიების მფლობელებთან, სადაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის ახალი ტურისტული მიმართულებებისპოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი პროექტების გა...


საქართველოსა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 23 მაისს, ჰელსინკიში საქართველოსა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო ფინეთის მხრიდან - აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ...


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910