ბრაზილიაში ქრისტეს ცნობილი ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26.05.2019 ბრაზილია - 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის  ფერებში განათდა კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს ცნობილი ქანდაკება.


ბრიუსელის მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ ჩოხით შეიმოსა

26.05.2019 ბელგია-  26 მაისს, ქ. ბრიუსელში ქალაქის მთავარი სიმბოლო ჩოხით შეიმოსა და ასე მიულოცა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე.  


მადრიდში "ვილა რეალის" ემბლემატური შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26.05.20129 ესპანეთი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მადრიდის ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო "ვილა რეალის" ემბლემატური შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.  


თბილისში დიასპორული ფორუმი 2019 გაიხსნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმს “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“   მასპინძლობს. ფორუმი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრ...


საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში - მაიკლ პომპეო

 „დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება  დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივ...


​ინფორმაცია დავით ზალკალიანის და საქართველოში შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის ელჩის შეხვედრის შესახებ

2019 წლის 27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით  ქ. ანკარა)  პაკირ მოჰიდინ ამზა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ასრულებს თავის მოღვაწეობას საქართველოში ელჩის რანგში.


საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში ხრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

27.05.2019 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ხრონინგენის უნივერსიტეტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.


ლაშა დარსალიამ საქართველოში კუბის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

​27.05.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა საქართველოში კუბის რესპუბლიკის ელჩთან, ალფრედო ნიევეს პორტუონდოსთან (რეზიდენციით ქ. ბაქო).


საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა

27.05.2019 თბილისი- თბილისში მიმდინარე დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმის -“ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ - ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა. 


დავით ზალკალიანი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროს მკვლევარს, დევიდ კრამერს შეხვდა

27.05.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროს მკვლევარს, დევიდ კრამერს შეხვდა.


ესტონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 27.05.2019 ესტონეთი- ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და  ქართული დიასპორული ორგანიზაციის „ქართული სახლის“ ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონცერტზე შესრულდა ქართული ფოლკლორული სიმღერები და ლექსები, ასევე საკვირაო სკოლა „მზიური“-ს აღსაზრდელე...


დანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

27.05.2019 დანია- დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


პოლონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

27.05.2019 პოლონეთი - ვარშავის ეროვნულ ფილარმონიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამო ასევე მიეძღვნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილესა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის დაარსების 10 წლისთავს.


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910