სერბეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე სერბეთის პირველ ვიცე პრემიერს შეხვდა

სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ილია კობერიძემ შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე პრემიერ- მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკით.  ხაზი გაესვა ბელგრადში საქართველოს...


საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის შეხვედრა გაიმართა

05.06.2019 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-2 თემატური ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვი...


ავსტრიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

2019 წლის 4 ივნისს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღებას. ღონისძიება საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ავსტრიაში მოღვაწე  ქართველმა ხელოვანებმა პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა და სოპრანო მადინა კარბელმა შეასრულეს...


ბერლინში აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

5.06.2019.  ბერლინი - გერმანიაში საქართველოს საელჩომ ღონისძიებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: შემდეგი თაობა?“ უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და გერმანული ანალიტიკური ინსტიტუტის Polis180-ის მიერ იყო ორგანიზებული და აღმოსავლეთ  პარტნიორობის ათი წლისთავს ეხმიანებოდა.


ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2019 წლის 6 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა პეტერ მიკისკამ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა მიულოცა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.


ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის ანგარიში 2018 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები.


დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში აისახა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა

ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის გავლენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე და ასევე, ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები.


​დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ დედოფალ ელისაბედ II-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.


ავსტრალიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს

6.06.2019 ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ  კანბერის სახელგანთქმულ „თანამეგობრობის კლუბში“, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456