“მოვიდა დრო წარმოვადგინოთ ახალი იდეები მომავალი ცვლილებების წასახალისებლად და გავიკვალოთ გზა მომავლისკენ“ - დავით ზალკალიანი

11.07.2019 ქ. ბათუმი - ​ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ოფიციალურად გაიხსნა. წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩევა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.


„საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ თქვენ უდიდესი ერი ხართ. თქვენ შეუძლებელი შესძელით, გაერთიანდით საერთო მიზნისთვის და გააოცეთ ევროპა“ - დონალდ ტუსკი

11.07.2019 ქ. ბათუმი - ​ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება. „არსებობს გარკვეული ეჭვები გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ასეთი ეჭვები ...


იაცეკ ჩაპუტოვიჩის განცხადებით, ევროპას აქვს მორალური ვალდებულება მხარი დაუჭიროს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს

11.07.2019 ქ. ბათუმი - ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველ  სესიაზე -“10 წელი -პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე”  სიტყვით გამოსვლისას,  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩეპუტოვიჩმა   დადებითად შეაფასა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მნიშვნელობა და სამომავლო ...


საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს ემყარება - ეკატერინა ზაჰარიევა

11.07.2019 ქ. ბათუმი - ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ეკატერინა ზაჰარიევამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველ სესიაზე გამოსვლისას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის წარმატებულობასა და ეფექტიანობაზე ისაუბრა.  


ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში უნგრეთსა და საქართველოს შორის 4 ხელშეკრულება გაფორმდა

11.07.2019-   ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში უნგრეთსა და საქართველოს შორის 4 ხელშეკრულება გაფორმდა.


„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ უაღრესად წარმატებული პროექტია და ის ევროკავშირის დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხად დარჩება - მარგოტ ვალსტრომი

11.07.2019 ქ. ბათუმი - ​ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველი თემატური სესია დაეთმო თემას - „პარტნიორობის 10 წელი - პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“. პანელს მოდერაცია გაუწია ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკ გოუინგმა, რომელმაც გასული 10 წლის შეფასება პირველ რიგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორ...


ბათუმის კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის 47 მილიონ ევრომდე ოდენობის საფინანსო შეთანხმებები გაფორმდა

11.07.2019 ქ. ბათუმი - ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას “უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლის მხარდასაჭერად“  ("EU4 Security, Accountability and...


კლაუდია როთმა საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე ისაუბრა

11.07.2019 ქ. ბათუმი - ​ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“,  გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა, რუსეთის მიერ საქართველოში გავლებულ მავთულხლართებზე ისაუბრა: „როდესაც გორში ჩავედი და დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობ...


ჩვენ ერთი დიდი ევროპული ოჯახი ვართ ევროპაში - გერმანიის სახელმწიფო მინისტრი

11.07.2019 ქ. ბათუმი- “ევროკავშირი უაღრესად დაინტერესებულია კეთილდღეობით, სტაბილურობით, დემოკრატიის განვითარებითა და მშვიდობით აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით საქართველოში“- ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მიხაილ როთმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განაცხადა. 


ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით პარტნიორ ქვეყნებს უფრო ამბიციური პერსპექტივები უნდა შესთავაზონ

11.07.2019 ქ. ბათუმი - ​„10 წლის წინ ევროკავშირმა პარტნიორობის განმტკიცებასთან დაკავშირებით  სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო. მოდით გავიხსენოთ, რომ ეს მოხდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის განხორციელებიდან 10 თვის შემდეგ. ჩვენ მაშინ გავაცნობიერეთ, რომ პოსტ საბჭოთა სივრცეში პარტნიორები გვჭირდებოდა...


​საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

„ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის“ ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.


ბათუმის კონფერენციის ფარგლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პერსპექტივებზე სესიის „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“ იმსჯელეს

11.07.2019 ქ. ბათუმი - ​ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მეორე სესია მიეძღვნა თემას - „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“, რომლის მოდერატორი იყო ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი და უფროსი მრჩეველი, სტივენ ბლოკმანსი.


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910