ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

3.07.2019 გერმანია- ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა.


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა  დუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, პროფესორ დევიდ ფიცპატრიკთან.


ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

3.07.2019 ბერლინი- გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მერიის ისტორიულ შენობაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა. ...


საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა

3.07.2019 ბაქო - აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ტურიზმის სფეროში.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდთან დაკავშირებით

2019 წლის 2-3 ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არ...


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი სერბ კოლეგას შეხვდა

3.07.2019 - ქ. თბილისში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ნემანია სტევანოვიჩთან.


ივლისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234