ტაშკენტში ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წელთან დაკავშირებით პირველი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

13.09.2019 უზბეკეთი- ქ. ტაშკენტში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი.  


ლაშა ჟვანიამ ისრაელის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

12.09.2019 იერუსალიმი - ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის ლაშა ჟვანიას ისრაელის პრეზიდენტისთვის რუვენ რივლინისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.


ქ. კიევში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 50-ე სხდომა გაიმართა

13.09.2109 ქ. კიევი- ქ. კიევში გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 50-ე სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.


საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს გენერალური დებატების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

13.09.2019 - ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 42-ე სესიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ განხილვის შემდეგ გამართულ გენერალურ დებატებში.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის 2019 წლის 12 სექტემბრის განცხადებაზე

„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი - რომელიც წარმოადგენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს -არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ვინმეს - მით უმეტეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების - წინა...


საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით

"უკიდურესი შეშფოთების საგანია  ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს."


აზერბაიჯანული მხარის ძალისხმევით და საქართველოს საელჩოს ჩართულობით, კახის რაიონში ახალი თანამედროვე სკოლა გაიხსნა

13.09.2019 აზერბაიჯანი-  აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში საზეიმოდ გაიხსნა ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა.  


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910