გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს

26.09.2019 ნიუ-იორკი- ინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლობას. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

26.09.2019 ნიუ-იორკი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში  შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვადიმ პრისტაიკოსთან. მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა კოლეგას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.


ალექსანდრე ხვთისიაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერს შეხვდა

25 სექტემბერი 2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი  სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერს ლენა ნაზარიანს და საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი მიმოი...


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა

26 სექტემბერი 2019, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა  შეხვედრა გამართა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO), აშშ-ის, ევროპის, აფრიკის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლობით დელეგაციასთან.


გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 42-ე სესიაში

2019 წლის 26 სექტემბერს ქ. ჟენევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 42-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ მომზადებული ანგარიშის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ განხილვა.


ინფორმაცია ქ. ისპრაში (იტალია) ევროკავშირის ერთობლივ კვლევით ცენტრში განხორციელებული ვიზიტის შესახებ

2019 წლის 25-26 სექტემბერს ქ. ისპრაში (იტალია) ევროკავშირის ერთობლივ კვლევით ცენტრში (Joint Research Center) გაიმართა მაღალი დონის ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან.  დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგი...


თურქეთში საქართველოს ელჩი სატელიტური კომუნიკაციების კომპანიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

26.09.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა თურქეთის სატელიტური კომუნიკაციებისა და საკაბელო ტელევიზიის კომპანიის (TÜRKSAT) გენერალურ დირექტორთან, ჯენქ შენთან.


გიორგი დოლიძე ახალი ზელანდიის პარლამენტის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგა

26.09.2019 ახალი ზელანდია - სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში, გიორგი დოლიძე მოხსენებით წარსდგა ახალი ზელანდიის პარლამენტის წევრების წინაშე. შეხვედრას ესწრებოდნენ: ახალი ზელანდიის პარლამენტის ევროპასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, წარმ...


ლატვიაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებისა და ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა

26.09.2019 ლატვია - ენების ევროპული დღეების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებისა და ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა.


არგენტინის კილმესის უნივერსიტეტმა კავკასიის შესახებ პირველ ღონისძიებას უმასპინძლა

26.09.2019 არგენტინა - არგენტინის კილმესის უნივერსიტეტში კავკასიისა და ცენტრალური აზიის ღია კათედრის დაფუძნების შედეგად, „არგენტინის საკანონმდებლო წრემ“ კავკასიის შესახებ პირველ ღონისძიებას უმასპინძლა.


გიორგი დოლიძემ ახალი ზელანდიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ლექცია გამართა

26.09.2019  ახალი ზელანდია -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი დოლიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ახალ ზელანდიაში.  ვიზიტის ფარგლებში, „ახალი ზელანდიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში“ (New Zealand Institute of International Affairs) საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია შედგა. ...


ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით გერმანიაში ღონისძიებები გაიმართა

26.09.2019 გერმანია - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით გაიმართა რამდენიმე ღონისძიება. საელჩოში გაიმართა ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ხატი პოპის გამოფენა. მხატვრის ნამუშევრებში ძირითადი აქცენტი ქართულ ანბანსა და დამწერლობაზეა გაკეთებული. ასევე წარმოდგენ...


დანიაში საქართველოს საელჩომ ბიზნესმენების 60 კაციან ჯგუფს უმასპინძლა

26.09.2019 დანია - საქართველოს საელჩომ დანიელი ბიზნესმენების 60 კაციან ჯგუფს უმასპინძლა ქალაქ ოლბორგიდან. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ მცირე და საშუალო ზომის დანიური კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემო გააცნო.


საქართველოს ელჩის ვიზიტი სიცილიის რეგიონში

26.09.2919 იტალია - დაიწყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის სამუშაო ვიზიტი სიცილიის რეგიონში. საქართველოს ელჩი პალაცო ორლეანსში მიიღო რეგიონის პრეზიდენტმა, ნელო მუზუმიჩიმ.


სლოვენიაში ქართული დედაენის პირველი გაკვეთილი ჩატარდა

26.09.2019 სლოვენია- ევროპული ენების დღეების ფარგლებში ლიუბლიანის ევროპულ სახლში, ევროკომისიის წარმომადგენლობაში, საქართველოს საელჩოსა და ასოციაცია „ეთნიკას“ ხელშეწყობით ჩატარდა ქართული დედაენის პირველი გაკვეთილი სლოვენიელი ბავშვთა ბაღის მოსწავლეებისათვის.


დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345