თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

2020 წლის 21-22 იანვარს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი ეწვევა. აღნიშნული ორმხრივი ვიზიტი ხორციელდება 10-წლიანი პაუზის შემდეგ (2009 წლის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნიდერლანდების სამეფოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმე ვერჰაგენი).  


თურქეთში საქართველოს ელჩი და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

21.01.2020 თურქეთი - ქ. სტამბოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში და ქართულ სახლში “გალაკტიონი” შეხვედრები გამართეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებ...


საქართველო ვენაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე - “Ferien-Messe Wien”

21.01.2020 ავსტრია - ვენაში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “Ferien-Messe Wien” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა და 10-მდე ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ.


საქართველოს ელჩი ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

21.01.2020 ქუვეითი - ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ჟღენტი, შეხვდა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწეს ევროპის საკითხებში (დეპარტამენტის დირექტორი) ვალიდ ალ-ხობეიზის.


საქართველოს ელჩი პოლონეთის სენატის მარშალს შეხვდა

21.01.2020 პოლონეთი - საქართველოს ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის ახლადარჩეულ მარშალთან ტომაშ გროძკისთან. 


საქართველო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის - დავით ზალკალიანი საოკუპაციო ხაზთან არსებული ბოლო განვითარებების შესახებ

21.01.2020 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და ბოლო განვითარებები საოკუპაციო ხაზზე. მისი თქმით, შეხვედრაზე მკაფიოდ აღინიშნა უკანონო პრო...


საქართველოს ელჩი ესტონეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

21.01.2020 ესტონეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის იუსტიციის მინისტრთან რაივო აგეთან.


თებერვალი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
2345678