საქართველო UNESCO-ს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მთავრობათაშორისი კომიტეტის წევრად აირჩიეს

​მ.წ. 4 ივნისს, UNESCO-ს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის კონვენციის წევრი ქვეყნების მე-8 კონფერენციაზე, საქართველო პირველად, არჩეულ იქნა 4 წლით კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მთავრობათაშორის კომიტეტის წევრად. 


ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადება ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის ანგარიშის საპასუხოდ

2021 წლის 3 ივნისს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე განცხადება გააკეთა ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის, კაირატ აბდრახმანოვის ანგარიშის საპასუხოდ.


საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

​საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს, 2021-2025 წლების ვადით. არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში,  ორგანიზაციის ევროპის კომისიის 66-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.  


ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორს, სალომე შაფაქიძესა და ევროკავშირის ქვეყნების აღმოსავლეთ პარტნიორობის ელჩებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

2 ივნისს ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა შეხვედრა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორს, სალომე შაფაქიძესა და ევროკავშირის ქვეყნების აღმოსავლეთ პარტნიორობის ელჩებს შორის. 


ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

1-4 ივნისს საქართველოს ეწვივნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი. ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულები...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს დაესუ ჩანგს შეხვდა

2021 წლის 2 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს დაესუ ჩანგს შეხვდა.


ლაშა დარსალიამ გაერთიანებული სამეფოს ელჩი მიიღო

02.06.2021, ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო.