ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს სხდომაში

2020 წლის პირველ დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს სხდომაში, რომელიც ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში გაიმართა.


ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2020 წლის 30 ნოემბერს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა  აქბარ ყასემი ალიაბადიმ (Akbar Ghasemi Aliabadi)  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორც წესი თავს იკავებს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული შეხვედრების კომენტირებისაგან, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ფორმატი თავისი ხასიათით არაფორმალურია და მის ფარგლებში განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემატიკა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების დასაწყისში მხარეებ...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო BSEC-ის საგარეო საქმეთა მინისტრების 42-ე სხდომაში

2020 წლის 27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ სხდომაში.


ხელი მოეწერა 10,2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის

2020 წლის 26 ნოემბერს, ქ. ვენაში (ავსტრია) განლაგებული, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დაზუ იანგმა და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ვასილ...


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო BSEC-ის უფროსი თანამდებობის პირთა (CSO) შეხვედრაში

2020 წლის 25-26 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტის ((CSO) - შეხვედრას ესწრებიან მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები) ვირტუალურ შეხვედრაში.


ინფორმაცია გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებულ ანგარიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადების შესახებ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას განცხადება გაკეთდა ევროკავშირის სახელით. განცხადებაში ევროკავშირი მიესალმება გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი შენარჩუნების მნიშვნელ...